ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას ოკუპირებულ ცხინვალში სტუმრობისას განიხილავენ
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას ოკუპირებულ ცხინვალში სტუმრობისას განიხილავენ

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას 11 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში სტუმრობისას განიხილავენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, მათ შორის სოფელ წნელისთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამშვები პუნქტების მუშაობის აღდგენა მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველოს ხელისუფლება სოფელ წნელისთან ბლოკპოსტს აიღებს.