ჟან-ნოელ ბარომ ირანის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო უწყებაში დაიბარა
epa11274639 France's Deputy Minister for Europe, Jean-Noel Barrot, arrives for the signing of agreements during a visit by Albania's prime minister at the presidential Elysee Palace, in Paris, France, 12 April 2024. EPA/LUDOVIC MARIN / POOL MAXPPP OUT
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ირანის ელჩი მოჰამად ამინ-ნეჯადი „სახელმწიფო ძალადობის“ დაგმობისა და ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.
ბაროს თქმით, 28 დეკემბრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ „აუტანელი და არაადამიანური რეპრესიები“ ტარდება.
„არ შეიძლება, დაუსჯელები დარჩნენ ისინი, ვინც იარაღს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ მიმართავენ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.