ჟან-ნოელ ბარო – ტრამპის და პუტინის შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტით უნდა დასრულდეს, სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება მოლაპარაკების დაწყება
epa11274639 France's Deputy Minister for Europe, Jean-Noel Barrot, arrives for the signing of agreements during a visit by Albania's prime minister at the presidential Elysee Palace, in Paris, France, 12 April 2024. EPA/LUDOVIC MARIN / POOL MAXPPP OUT
აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას და სამართლიანი, მდგრადი მშვიდობისთვის ისწრაფვის.
„სამიტი, რომელიც ალასკაზე გაიმართება, უნდა დასრულდეს ცეცხლის შეწყვეტით, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სურს და რომელსაც უკრაინა ხუთი თვის წინ დათანხმდა. სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება მოლაპრაკებების დაწყება“, – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.