ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთის იმიჯის შელახვის მსურველები დეზინფორმაციას ავრცელებენ, ეს ეხება ისეთ მოძრაობებსაც, რომლებიც აშშ-დან, ზოგჯერ ისრაელიდან, ირანიდან და რუსეთიდან მოდიან
საფრანგეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეცვლილი ან შექმნილი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ტელეარხ France 2-თან განაცხადა.
მისი თქმით, ამ მასალებს საფრანგეთის საერთაშორისო იმიჯის შელახვის მსურველები ავრცელებენ.
„ამ გამოსახულებებს იღებენ, ამახინჯებენ და ავრცელებენ ისინი, ვისაც საზღვარგარეთ საფრანგეთის იმიჯის დაზიანება სურთ. ეს ეხება ისეთ მოძრაობებსაც, რომლებიც შეერთებული შტატებიდან, ზოგჯერ ისრაელიდან, ირანიდან და რუსეთიდან მოდის. ჩვენ ვნახეთ ისეთი შეტყობინებების რაოდენობის ზრდა, რომლებშიც საპროტესტო აქციებს მასობრივ იმიგრაციას ან რადიკალურ ისლამს უკავშირებენ“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, იმ კონტენტის დაახლოებით ორი მესამედი, რომელშიც იმიგრაციის საკითხებია განხილული, უცხოეთიდან ვრცელდება.