ჟან-ნოელ ბარო - ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობას, რომელიც ცდილობს ევროპული მომავლისგან მათ ჩამოშორებას, ხედავენ, ევროპა არის დემოკრატია, რომელსაც მათი დაცვა შეუძლია
ჟან-ნოელ ბარო - ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობას, რომელიც ცდილობს ევროპული მომავლისგან მათ ჩამოშორებას, ხედავენ, ევროპა არის დემოკრატია, რომელსაც მათი დაცვა შეუძლია

ევროპა არის კონტინენტი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ძალად მიიჩნეოდა და რომელმაც ვერ მიაღწია თავის მიზნებს“, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ ზოგიერთი ბრძოლა წააგო, მაგრამ არ წაუგია ომი, მათ შორის არც ტექნოლოგიური ომი.

„შეხედეთ ევროპის გარეთ მყოფ ხალხს, რამდენად ძლიერია მათი სურვილი ევროპისადმი. უკრაინელები კვლავ განაგრძობენ გმირულ წინააღმდეგობის ომს რუსეთის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მაიდანზე დაიწყო ევროპული დროშით ხელში. და ვინ დაიკავა დღეს მათი ადგილი? ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც ყოველ ღამეს ეწინააღმდეგება მთავრობას, რომელიც ცდილობს მათ ევროპული მომავლისგან ჩამოშორებას. ისინი აფრიალებენ ევროპულ დროშას, მღერიან ევროპულ ჰიმნს, რადგან ხედავენ, რომ ევროპა არის დემოკრატია, თავისუფლება და ზესახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ისინი, როდესაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უფრო შორს წავლენ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

მისი თქმით, ამის მიუხედავად ევროპას დიდი გამოწვევები აქვს.

„ერთ-ერთი მათგანია თავდაცვის ხარჯების გაზრდა. თუ უნდა დავხარჯოთ მშპ-ის დამატებითი ერთი, ორი ან სამი პროცენტი თავდაცვაზე, ეს მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები ჩვენი ხალხისთვის, თუ ეს ევროპაში სამუშაო ადგილებს შექმნის, ევროპაში ღირებულებას შექმნის. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი მაკრონი 2017 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს თავდაცვის სფეროში ევროპული პრეფერენციის იდეას, რადგან ეს არის თავდაცვითი ძალისხმევის მდგრადობის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.