ჟან-მარი ლე პენს „ნაციონალური ფრონტის“ საპატიო თავმჯდომარის წოდება ჩამოართვეს

19:02, 11.03.2018
Front national (FN) far-right party honorary president Jean-Marie Le Pen poses, on October 1, 2012 at his home in Saint-Cloud. AFP PHOTO BERTRAND GUAY

Front national (FN) far-right party honorary president Jean-Marie Le Pen poses, on October 1, 2012 at his home in Saint-Cloud. AFP PHOTO BERTRAND GUAY

ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ლილში, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ნაციონალური ფრონტის“ ყრილობის მონაწილეებმა ახალი წესდება მიიღეს და პარტიის დამფუძნებელს ჟან-მარი ლე პენს საპატიო თავმჯდომარის წოდება ჩამოართვეს.

ამასთან, ყრილობაზე მარინ ლე პენი პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყო და ხმების 100% მიიღო.

„ნაციონალური ფრონტის“ დამფუძნებელი ჟან-მარი ლე პენი პარტიას 1972 წლიდან ედგა სათავეში. 2011 წელს ის პარტიის თავჯდომარის თანამდებობაზე მისმა შვილმა, მარინ ლე პენმა ჩაანაცვლა. 2015 წლის აგვისტოდან პოლიტიკოსი ანტისემიტური განცხადებების გამო პარტიიდან გარიცხეს, თუმცა მან პარტიის საპატიო თავმჯდომარის წოდება შეინარჩუნა.

89 წლის ჟან-მარი ლე პენი ლილში გამართულ პარტიის ყრილობას შვილთან მორიგი უთანხმოების გამო არ დაესწრო.

მსგავსი