ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ესპანეთში ვიზიტს აუქმებს. მიზეზი ბრექსიტია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, იუნკერი ბრიუსელში დარჩენას და ბრექსიტის თემაზე მუშაობას ამჯობინებს.
ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სპეციალური სამიტი 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. მანამდე კი , ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ჟან კლოდ იუნკერთან გამართავს შეხვედრას.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.