ჟან კლოდ იუნკერი ლიბიის ლტოლვილთა ბანაკში არსებული ვითარებით შეშფოთებულია
ჟან კლოდ იუნკერი ლიბიის ლტოლვილთა ბანაკში არსებული ვითარებით შეშფოთებულია

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ლიბიის ლტოლვილთა ბანაკში არსებული ვითარებით შეშფოთებულია. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ადგილობრივ ბანაკებში ადამიანებს ძარცვავენ და კლავენ, რის გამოც ევროკავშირი ვერ გაჩუმდება.

ევროკომისიის პრეზიდენტი ბანაკებში არსებულ ვითარებას ციხეს ადარებს.

„ის, რომ ლიბიაში ევროპაში მოხვედრის მსურველ მიგრანტთა რიცხვი იზრდება, მათი ტრავმირების, ძარცვისა და მოკვლის საფუძველი არ უნდა გახდეს“ – აღნიშნავს იუნკერი.

29-30 ნოემბერს კოტ-დ-ივუარში ევროკავშირი-აფრიკის სამიტი გაიმართება, სადაც საიმიგრაციო კრიზისის გარდა, ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.

დატოვე კომენტარი