ჟან კლოდ იუნკერი - ეჭვი არ მეპარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველო ყველა დემოკრატიულ სტანდარტს დააკმაყოფილებს
ჟან კლოდ იუნკერი - ეჭვი არ მეპარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველო ყველა დემოკრატიულ სტანდარტს დააკმაყოფილებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს არჩევნებზე  წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ არჩევნების ჩატარების მხრივ საქართველო ყველა დემოკრატიულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ბრიუსელში ჟან კლოდ იუნკერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პრესკონფერნეციაზე დასვა კითხვა –  „არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბანკმა განაცხადა, რომ 600  ათას  მოქალაქეს ვალებს დაუფარავს და  არასამთავრობო სექტორი ამასაც მიიჩნევს ამომრჩეველზე ზეწოლად. ასეთ  ვითარებაში რა გზავნილს გააკეთებდით არჩევნების მეორე ტურამდე, ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთ გარემოში ჩატარებული არჩევნები იქნება პრობლემა ჩვენთვისაც და ზოგადად ევროკავშირისთვისაც“.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში განთავსებულია ეუთო-ს მისია და ეს საკითხი განიხილება.

„წარმატებები კანდიდატებს. ქვეყანაში განთავსებულია ეუთო-ს მისია. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ყველა დემოკრატიულ სტანდარტს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.