ჟან კლოდ იუნკერი - დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებამდე თურქეთი ევროკავშირს ვერ მიუახლოვდება
ჟან კლოდ იუნკერი - დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებამდე თურქეთი ევროკავშირს ვერ მიუახლოვდება

დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებამდე თურქეთი ევროკავშირს ვერ მიუახლოვდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ თურქეთთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია მთელი ევროკავშირისთვის. თუმცა შეგახსენებთ, რომ თურქეთი გიგანტური ნაბიჯებით სცილდება ევროპულ ამბიციებს. ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწევს ქვეყანა უახლოეს თვეებში. თუმცა პროგრესი ვერ იქნება, სანამ ჟურნალისტები თურქეთის ციხეში რჩებიან“, – განაცხადა იუნკერმა.

თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 2016 წელს ქვეყანაში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შედეგად დაწყებული მასობრივი დაკავებების გამო გაუარესდა.

ევროკავშირმა გაერთიანებაში თურქეთის მისაღებად შემდგომი ნაბიჯები შეაჩერა.