ჟან-კლოდ იუნკერი – ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება საუკეთესოა და არ გადაიხედება
European Union Commission President Jean-Claude Juncker delivers a press conference following a Special Meeting of the European Council at the EU Council building in Brussels on April 29, 2017. The EU needs a "serious British response" to its demands to protect citizens' rights, EU President Donald Tusk said on April 29, setting terms for launching new ties with the bloc after Brexit. / AFP PHOTO / THIERRY CHARLIER (Photo credit should read THIERRY CHARLIER/AFP/Getty Images)
ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება არის ერთადერთი და საუკეთესო შეთანხმება, ის არ გადაიხედება – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.
„ირლანდიის საზღვარი – ეს ევროპის საზღვარია. წარსულის ბნელ დროში დაბრუნება არ მოხდება. ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსნებთ, ბრიტანეთის პარლამენტმა უკვე არსებულ შეთანხმებაში ირლანდიასთან საზღვრის საკითხის შეცვლასთან დაკავშირებით შესწორების შეტანას დაუჭირა მხარი. ევროკავშირის ლიდერებმა კი დღეს მკაფიოდ განმარტეს, რომ ბრექსიტის შეთანხმება არ გადაიხედება.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. 18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბრიუსელში 584-გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს. მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს.