ჟან-კლოდ იუნკერი - ბრექსიტის მიუხედავად, ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს
ჟან-კლოდ იუნკერი - ბრექსიტის მიუხედავად, ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს

ბრექსიტისა და მსხვილი შემომტანი ბრიტანეთის დაკარგვის მიუხედავად, ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიანი ბიუჯეტი უფრო უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.

ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ საუბრისას, რომლის ათვლაც 2021 წელს დაიწყება, იუნკერმა აღნიშნა, რომ მათ უნდა დააფინანსონ თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციის, კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებები.

ადამიანური რესურსებისა და ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისრის, გიუნტერ ოტინგერის განცხადებით, ბრექსიტით გამოწვეული დანაკლისი ყოველწლიურად 12-13 მილიარდ ევროს შეადგენს.

იუნკერის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უფრო მეტი ფულის ინვესტირება უნდა მოახდინონ საერთო ინტერესების დასაფინანსებლად.

დატოვე კომენტარი