ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ თუ აშშ ავტომობილებზე ტარიფებს დააწესებს, ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს
ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ თუ აშშ ავტომობილებზე ტარიფებს დააწესებს, ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს

თუ აშშ ავტომობილებზე ტარიფებს დააწესებს, ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ჟან კლოდ იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ ივლისში დონალდ ტამპთან მოლაპარაკებების შემდეგ, ვაშინგტონი კურსს არ შეცვლის და ტარიფების დაწესებაზე თავს შეიკავებს.

გერმანულ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირი საკუთარი სავაჭრო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებას არავის მისცემს.

დატოვე კომენტარი