ჟან კასტექსი აცხადებს, რომ საფრანგეთი ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 27 აგვისტოს საღამოდან შეაჩერებს
ჟან კასტექსი აცხადებს, რომ საფრანგეთი ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 27 აგვისტოს საღამოდან შეაჩერებს

საფრანგეთი ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 27 აგვისტოდან შეაჩერებს.

აღნიშნული შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

მისი თქმით, საევაკუაციო პროცესი 27 აგვისტოს საღამომდე გაგრძელდება, შემდეგ კი საფრანგეთი შეწყვეტს ქაბულის აეროპორტიდან ხალხის გამოყვანას.

რამდენიმე საათის წინ, აშშ-მა და მოკავშირეებმა ქაბულის აეროპორტთან შეკრებილი ხალხი მაღალი ტერორისტული საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდეს. ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო პროცესის დასრულების ბოლო ვადა 31 აგვისტოა.