ჟან-ივ ლე დრიანი – რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია

18:05, 09.09.2019

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჟან-ივ ლე დრიანი მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს კრიზისის შემსუბუქებას უწყობს ხელს.

„ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით ვხედავთ ცვლილებებს, რასაც მივესალმებით, თუმცა სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი