ბრაზილიის პრეზიდენტი - დემოკრატია და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ეს შეიარაღებულ ძალებს სურს
ბრაზილიის პრეზიდენტი - დემოკრატია და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ეს შეიარაღებულ ძალებს სურს

დემოკრატია და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ეს შეიარაღებულ ძალებს სურს, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად გამართული ცერემონიის დროს განაცხადა.

ჟაირ ბოლსონაროს თქმით, მან გადაწყვიტა ქვეყნის მართვა ბრაზილიელებთან ერთად, რომლებსაც უყვართ თავისი სამშობლო.

„მეორე მისია განხორციელდება ბრაზილიის კარგ მოსახლეობასთან ერთად. ვისაც უყვარს სამშობლო და პატივს სცემს ოჯახს, ვისაც სურს ჩვენი მსგავსი იდეოლოგიის მქონე სხვა ქვეყნებთან დაახლოება, ვისაც უყვარს დემოკრატია და თავისუფლება. დემოკრატია და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ეს შეიარაღებულ ძალებს სურს,“ – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

არმიის ყოფილი კაპიტანი, ჟაირ ბოლსონარო ბრაზილიის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს.