დისკვალიფიცირებულმა ხოჭოლავამ „დორტმუნდთან“ ვერ ითამაშა - „კოპენჰაგენი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა #1TVSPORT
დათა ხოჭოლავა დისკვალიფიცირებული იყო და „კოპენჰაგენს“ ვერ დაეხმარა ჩემპიონთა ლიგის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“, რომელიც 1:1 დასრულდა.
დანიის ჩემპიონმა ამ მატჩამდე მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგული ჰქონდა, ხოლო გერმანული კლუბი (9 ქულა) „მანჩესტერ სიტის“ (11 ქულა) გადასწრების შესაძლებლობას ინარჩუნებდა.
23-ე წუთზე ანგარიში ტორგან აზარმა (დორტმუნდის „ბორუსია“) გახსნა 0:1. VAR-ის შემოწმების შემდეგ, მსაჯმა გოლი ჩათვალა. „კოპენჰაგენმა“ წონასწორობა 41-ე წუთზე ჰაკონ არნარ ჰარალდსონის გოლით აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ჯგუფის მეორე მატჩში „მაჩესტერ სიტიმ“ „სევილია“ 3:1 დაამარცხა და ჯგუფის გამარჯვებული (14 ქულა) გახდა, მეორე პოზიცია დორტმუნდის „ბორუსიამ“ (9) დაიკავა, მესამეზე „სევილიაა“ (5), ხოლო „კოპენჰაგენი“ (3) ბოლო ადგილზე დარჩა და ევროსეზონი დაასრულა.