პორტუგალიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დიოგო ჟოტა „ვულვერჰემპტონიდან” „ლივერპულში” გადავიდა. ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა ამ ტრანსფერის შესახებ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა.
23 წლის ჟოტა „ვულვზში” გადასვლამდე „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ფერეირაში“ თამაშობდა. ინგლისური კლუბის რიგებში მან 131 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტუგალიის ნაკრებში დიოგოს ოთხი მატჩი და ერთი გოლი დაუგროვდა.
“ლივერპულში“ ჟოტამ მე-20 ნომერი აირჩია. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 41 მილიონი ფუნტი შეადგინა.