„დინამოში“ თოთაძის ადგილზე „მარსელის“ მცველი მიიწვიეს
„დინამოში“ თოთაძის ადგილზე „მარსელის“ მცველი მიიწვიეს

თბილისის „დინამოში“ ორი ახალი მოთამაშე ისინჯება – ინფორმაცია პირველმა არხმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

ლაშა თოთაძის ნაცვლად, რომელმაც დატოვა და კარიერას ირანში გააგრძელებს, თბილისურ კლუბში აბდელ ჯალილი ისინჯება. 21 წლის ტანმაღალი (197 სმ) ცენტრალური მცველი საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ალჟირელია, რომელიც მარსელში დაიბადა და „ოლიმპიკის“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. პროფესიული კარიერა ესპანეთის დაბალ ლიგაში „დონ ბენიტოში“ დაიწყო, შემდეგ კი „გრანადაში“ გამოდიოდა. საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა და მარსელის „ოლიმპიკში“ ისინჯებოდა.

თბილისის „დინამოში“ ასევე ტანმაღალი (192 სმ) თავდამსხმელი ოფორ ჩინონსო გოდშვილი ისინჯება – ნიგერიაში დაბადებული თავდამსხმელი, რომელმაც კარიერა სამშობლოში საპირეს „რეალში“ დაიწყო, ბოლოს კი არაღიარებული ჩრდილოეთ თურქეთის ჩემპიონატში კლუბ „ბინათლი ილმაზში“ გამოდიოდა.