„დინამოში" ესპანეთიდან სამი ფეხბურთელი მიიწვიეს
„დინამოში" ესპანეთიდან სამი ფეხბურთელი მიიწვიეს

დღეს თბილისის „დინამომ” დიღმის ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა, რომელსაც ეროვნულ, ახალგაზრდულ და 18 წლამდე ნაკრებებში მიწვეული არაერთი ფეხბურთელი აკლდა.

ვარჯიშს ვერც მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავა დაესწრო, რომელიც სამწვრთნელო PRO ლიცენზიის მორიგ ეტაპს გადის.

ეს რიგითი ვარჯიში იმით იყო საინტერესო, რომ მასში ესპანეთიდან ჩამოსული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. “დინამოს” ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდში 29 წლის ფორვარდი ბორის გაროსი და 22 წლის ნახევარმცველი ალექსანდერ კიერემე ვარჯიშობენ.

ბორის გაროსი ბოლოს “რეკრეატივო უელვაში” გამოდიოდა, ხოლო განელი ალექს კიერემე – საფეხბურთო კლუბ “გავაში“. იგი “ალბასეტეს” სკოლის აღზრდილია და მანამდე სწორედ ამ გუნდში თამაშობდა.

სანაკრებო პაუზის პერიოდში სამწვრთნელო შტაბი ესპანეთიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს დააკვირდება და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ხვალ დიღმის ბაზაზე ესპანეთიდან კიდევ ერთ ფეხბურთელს ელოდებიან – 25 წლის ცენტრალურ მცველს, კარლეს მასის, რომელიც ლა ლიგის “ჟირონაში” თამაშობდა.