„დინამოში“ ესპანელი მეკარე ითამაშებს
„დინამოში“ ესპანელი მეკარე ითამაშებს

თბილისის „დინამოში“ 25 წლის ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი ჩაირიცხა – ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

თბილისურმა კლუბმა ესპანელ გოლკიპერთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბედნიერი ვარ „დინამოში” გადმოსვლით. ეს ჩემთვის ახალი და დიდი შესაძლებლობაა. ბევრს ვიშრომებ, კლუბს ტიტულების მოპოვებაში რომ დავეხმარო. „დინამო” დიდი კლუბია, ჩვენი პირველი ამოცანა კი ჩემპიონატში გამარჯვებაა. ამისთვის და სხვა ტიტულებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. „დინამოს“ კარგი ინფრასტრუქტურა, სტადიონი და ბაზა აქვს. გუნდს უკვე შევხვდი – ესპანელი ლეგიონერები საქართველოში „დინამოს“ დასახმარებლად ვართ ჩამოსულები და მჯერა, აუცილებლად ძლიერი გუნდი გვეყოლება“, – ამბობს ხოსე პერალესი.

ხოსე პერალესმა კარიერა „ელჩეში“ დაიწყო, შემდეგ „კონსტანცასა“ და „ატლეტიკო ბალეარესში“ გამოდიოდა. ასევე იცავდა „ბინისალემის“, „პობლა დე მაფუმეტისა“ და „ბადალონას“ ღირსებას.