„დინამოს“ გენდირექტორი - იმედია, ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდებით
„დინამოს“ გენდირექტორი - იმედია, ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდებით

„დინამო თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ საქართველოს პირველ არხთან კორონავურუსით გამოწვეული პრობლემები ახსენა და განაცხადა, რომ მსოფლიო პრობლემებს განზე საქართველოც არ დაუტოვებია.

„კოვიდ-19-მა შეცვალა დედამიწის დღის წესრიგი და ეს ფეხბურთსაც შეეხო. პანდემიით გამოწვეულმა შეფერხებამ ფეხბურთს პრობლემები მთელს მსოფლიოში შეუქმნა. არც საქართველო და ჩვენი ფეხბურთი აღმოჩნდა გამონაკლისი. ორთვენახევარია, რაც გაჩერებულები ვართ და გუნდებს სრულყოფილი ვარჯიშებისა და თამაშების ჩატარების საშუალება არ გააჩნიათ. ფაქტია, რომ ფეხბურთს უდიდესი ფინანსური ზიანი მიადგა“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ზაზა დოლიძემ.

„დინამო თბილისის“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ სეზონი მალე განახლდება:

„იმედია, სრული დატვირთვით გუნდები ვარჯიშებს მალე განვაახლებთ. ამჟამად, საქართველოში ეპიდემოლოგიური ვითარება დამაიმედებელია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდებით. რამდენიმე დღის წინ პრემიერმაც ბრძანა, რომ სეზონი უმაყურებლოდ განახლდება. მერე კი საყვარელ სახეობას მაყურებელიც დაუბრუნდება. ასე რომ, კარგის მოლოდინში ვართ“.