„დინამოს“ ფიზიკაზე ესპანელი იზრუნებს - შპანიუკი ვისენტემ შეცვალა
„დინამოს“ ფიზიკაზე ესპანელი იზრუნებს - შპანიუკი ვისენტემ შეცვალა

თბილისის „დინამოს“ ახალი სეზონიდან ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ეყოლება – თბილისური კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, უკრაინელ ვიტალი შპანიუკს ესპანელი სპეციალისტი ფელის ვისენტე შეცვლის.

ესპანელი სპეციალისტს აღნიშნულ პოზიციაზე სხვადასხვა დროს რამდენიმე კლუბში უმუშავია – „ლეგანესში“, „პარლაში“, „ლევანტეში“, „ალმერიაში“ და ჩინურ „დალიან იფანგში“ უმუშავია.

რაც შეეხება ვიტალი შპანიუკს, იგი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. თბილისის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილი ფიზმომზადების სპეციალისტი საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ სამწვრთნელო შტაბში მიიწვიეს. ეს კლუბი კი წლევანდელი სეზონიდან უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობს.