თბილისის დინამო 24 იანვრიდან თურქეთის ქალაქ ლარაში ემზადება და პარალელურად გაძლიერებას ცდილობს.
დღევანდელ ვარჯიშზე თბილისელებს ახალწვეული ვიქტორ მონხილიც შეუერთდა. დინამოელები 1 თებერვალს ამხანაგურ მატჩს გამართავენ და დიდი ალბათობით, 26 წლის ესპანელი ცენტრალური მცველის დებიუტი სერბებთან შედგება.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მონხილმა ბოლო სეზონი ლევანტეს რიგებში გაატარა და დინამოსთან ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა.
თურქულ შეკრებაზე დინამო 1 თებერვალს სერბულ სუბოტიცას სპარტაკს შეხვდება. გარდა ამისა, თბილისელები კიდევ ხუთ საკონტროლო მატჩს გამართავენ.