„დინამოს“ ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას ფეხბურთელ მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა
„დინამოს“ ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას ფეხბურთელ მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა

დიიდუბის რაიონში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს” ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას ფეხბურთელ მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

შესაბამისი განკარგულება დღეს, 26 იანვარს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

განკარგულების თანახმად,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ ბერძენიშვილი 1936-1946 წლებში თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი და თავდამსხმელი იყო

მოგვიანებით მუშაობდა მწვრთნელად, იყო სპორტკომბინატ “დინამო”-ს დირექტორი.