„დინამოს“ აკადემია გაბისკირიას სახელობის თასის მფლობელია
„დინამოს“ აკადემია გაბისკირიას სახელობის თასის მფლობელია

გურამ გაბისკირიას სახელობის თასის მფლობელი „დინამოს“ აკადემიაა.

ტურნირის ფინალი თბილისის “დინამოს“ აკადემიის მოედანზე გაიმართა, სადაც „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა, დაძაბული შეხვედრა 2:1 მოიგო და მთავარ პრიზს დაეუფლა.

საქართველოს ეროვნული გმირის, საფეხბურთო კლუბი სოხუმის „ცხუმის“ პირველი პრეზიდენტის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ პირველად 2018 წელს ჩაატარა. ორგანიზატორებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ეს გათამაშება ყოველწლიური, ტრადიციული გახდებოდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებას 11-24 ნოემბერს ჩაატარა. გათამაშებაში 2007-2008 წლებში დაბადებულთა 10 გუნდი ასპარეზობდა.

ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები ინდივიდუალური პრიზებით დააჯილდოვეს.