„დინამომ“ საჩემპიონო შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT
„დინამომ“ საჩემპიონო შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა, შეხვედრა მოიგო და სეზონის ფინიშამდე ორი ტურით ადრე საჩემპიონო შანსებს ინარჩუნებს.

„დინამომ“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ანგარიში მე-16 წუთზე სწრაფად გახსნა. გიორგი გაბედავას შორეული დარტყმა ქობულეთელთა მეკარე გაბრიელ თებიძემ ვერ შეაჩერა  – 1:0.

31-ე წუთზე თბილისელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა. სწრაფი შეტევა საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტი მოჭრილი დარტყმით ზორან მარუშიჩმა დააგვირგვინა და ეროვნულ ლიგაში მე-15 გოლით ბომბარდირებში კიდევ უფრო დაწინაურდა – 2:0.

ქობულეთელებს ანგარიშის შემცირება 75-ე წუთზე შეეძლოთ – ფაბიან სპორკსლედემ საკუთარ საჯარიმოში ჯეფერსონ ჯერალდო წააქცია, საჯარიმო თავად დაზარალებულმა დაარტყა, მაგრამ „დინამოს“ მეკარე ანდრეს პრიეტომ ბურთი მოიგერია.

საბოლოოდ, „დინამომ“ 2:0 მოიგო, 34 ტურის შემდეგ 66 ქულით მეორე ადგილზეა და ბათუმის „დინამოსთან“ (71) ხუთქულიანი სხვაობა შეინარჩუნა, რაც საჩემპიონო შანსს უნარჩუნებს.

რაც შეეხება „შუქურას“ (27), გუნდი მე-9 ადგილზე დარჩა და სეზონს მე-9 ადგილზე დაასრულებს თუ ლიგიდან გავარდება, ეს ქუთაისის „ტორპედოს“ (33) და „სამტრედიას“ (20) შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული, რომელიც ხვალ გაიმართება.