ქულა ჩემპიონობამდე - ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქულა ჩემპიონობამდე - ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ დაამარცხა და ისტორიაში პირველად ჩემპიონობის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ეროვნული ლიგის ლიდერს „თელავმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ბათუმელებმა ანგარიშის გახსნა მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს მოახერხეს. მეტოქის კარი 73- წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა აიღო.

ბათუმელთა შემტევმა 89-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედაც აიღო, სეზონში პირველი დუბლი შეასრულა და მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა შეხვედრა მაინც დამაჯერებელი უპირატესობით მოიგეს – 2:0.

ბათუმის „დინამომ“ საბოლოოდ, მეტოქე 2:0 დაამარცხა, 34 ტურის შემდეგ 71 ქულა მოიპოვა, მეორე ადგილზე მყოფ „დინამო თბილისთან“ (66) ხუთქულიანი სხვაობა შეინარჩუნა და ჩემპიონობისთვის დარჩენილ ორ შეხვედრაში ქულაც ჰყოფნის.

„თელავი“ 38 ქულით ისევ მე-7 ადგილზე დარჩა, მაგრამ დარჩება თუ არა გუნდი ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის გარეშე, დამოკიდებულია ქუთაისის „ტორპედოს“ (33) და „სამტრედიას“ (20) შეხვედრის შედეგზე, რომელიც ხვალ, 21 ნოემბერს, ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ გაიმართება.