„დინამომ“ ოსკარ სანტისის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
„დინამომ“ ოსკარ სანტისის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ გვატემალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოსკარ სანტისი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.

„გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი – ოსკარ სანტისი „დინამო თბილისის“ რიგებს შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 ოფციით გაფორმდა.

ვინგერი ჩვენს გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდგომ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება“. – წერია კლუბის განცხადებაში.

სანტისმა პროფესიული კარიერა ადგილობრივ „სუჩიტეპეკესში“ დაიწყო, შემდეგ კი ოთხი სეზონი ადგილობრივი ფეხბურთის გრანდში, „კომუნიკასიონესში“ გაატარა. ოსკარი ბოლო ორი სეზონი საფეხბურთო კლუბ „ანტიგუას“ ღირსებას იცავდა.

ოსკარ სანტისი გვატემალის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული და კონკაკაფის ლიგის ჩემპიონია. არის გვატემალის ნაკრების მოქმედი წევრი, რომლის რიგებშიც 29 შეხვედრა ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.