„დინამომ“ ორი ფეხბურთელი დაიმატა
„დინამომ“ ორი ფეხბურთელი დაიმატა

„დინამო თბილისი“ ზამთრის მეორე შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ბელეკში იმყოფება. თბილისელები უკვე ვარჯიშობენ და ხვალიდან ტესტმატჩებს ჩაატარებენ.

ცნობილი გახდა, რომ დღეს „დინამოში“ ორი ფეხბურთელი ჩაირიცხა. ამიერიდან გუნდის ღირსებას 30 წლის მარჯვენა მცველი გუჯა რუხაია და 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია დაიცავენ.

„დინამოს“ ცნობით, თბილისური კლუბი გუჯა რუხაიას ერთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, ხოლო უკრაინელ ფეხბურთელს – ორწლიან ხელშეკრულებაზე.