ლუქმან გილმორი „დინამოში“ ითამაშებს. ამ ინფორმაციას თბილისური კლუბის გულშემატკვართა გაერთიანება ავრცელებს და პირველ არხთან საუბარშიც ადასტურებს.
თბილისური კლუბის ფანების გვერდის ცნობით, გილმორმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, თუმცა სამწვრთნელო შტაბის სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, ხელშეკრულება გახანგრძლივდეს.
გილმორი ორი თვეა „დინამოში“ ვარჯიშობს და საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა. ის ლაგოსის აკადემიის აღზრდილია, შემდეგ ინგლისური კლუბის, „სტოკ სიტის“ აკადემიაში ირიცხებოდა, მაგრამ არასრულწლოვნებისა და გარკვეული შეზღუდვების გამო, დიდ ბრიტანეთში ვერ დარჩა. უთამაშია ნიგერიის 17 და 23 წლამდელთა ნაკრებებში. ბოლოს საქართველოს რანგით მესამე ლიგის ხონის „იმერეთში“ თამაშობდა.