„დინამომ“ მზადება დაიწყო - გუნდს კუცია დაუბრუნდა
„დინამომ“ მზადება დაიწყო - გუნდს კუცია დაუბრუნდა

თბილისის „დინამო“ ანდრო ჟორდანაის სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

მანამდე, დედაქალაქელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, პირველი ვარჯიში კი ამის შემდეგ გამართეს. ცნობილი გახდა სატრანსფერო სიახლეებიც.

გიორგი კუცია გორის „დილაში“ ერთწლიანი იჯარის შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. გუნდთან ერთად ემზადებიან ახალწვეულები – მეკარე როინ კვასხვაძე და მცველი ნიკა სანდოხაძე.