თბილისის დინამოს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს – კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, დინამოს 26 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი ვიქტორ მონხილი შეუერთდა.
ვიქტორმა საფეხბურთო კარიერა ვალიადოლიდის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წლიდან მადრიდის ატლეტიკოს მეორე გუნდში გამოდიოდა, შემდეგ ალკოიანოს, მერიდასა და პონტევედრას ღირსებას იცავდა. ბოლო სეზონი მცველმა ლევანტეში გაატარა.
ვიქტორ მონხილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, დინამოსთან ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა და საღამოს გეზი თურქეთში მყოფი ახალი თანაგუნდელებისკენ აიღო.