„დინამომ“ „ბარსელონეტასთან“ მატჩის წინა დღეს ვარჯიში გამართა | წყალბურთი #1TVSPORT
„დინამომ“ „ბარსელონეტასთან“ მატჩის წინა დღეს ვარჯიში გამართა | წყალბურთი #1TVSPORT

„დინამო“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მესამე შეხვედრას ხვალ გამართავს. თბილისელების მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი „ბარსელონეტაა“. ევროპულ გრანდთან დაპირისპირებამდე ერთი დღისთ ადრე,  დინამოელებმა ვარჯიში გამართეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო შეხვედრა „დინამომ“ ტურნირის ასევე ერთ-ერთ ფავორიტთან, ხორვატიულ „იადრანთან“ დათმო.

„დინამოსა“ და „ბარსელონეტას“ შეხვედრა ხვალ, 19:00 სათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ორ რვაგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას ფინალურ რვაეულში განაგრძობს. საყურადღებოა, რომ A ჯგუფიდან გასვლისთვის კლუბებს ტოპ-სამეულში მოხვედრისთვის მოუწევთ ბრძოლა, რადგან ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი უკვე კვალიფიცირებულია – ეს გახლავთ პლეიოფის მასპინძელი „ნოვი ბელგრადი“.

A ჯგუფში ნოემბრის შეხვედრათა განრიგი:

19 ნოემბერი. „ტელეკომი“ – „ოლიმპიაკოსი“, ,„დინამო“ – „ბარსელონეტა“, „რადნიჩკი“ – „ბრეშა“, „იადრანი„ – „ნოვი ბელგრადი“.

30 ნოემბერი. „ოლიმპიაკოსი“ – „ბარსელონეტა“, „დინამო“ – „ბრეშა“, „ტელეკომი“ – „ნოვი ბელგრადი“, „იადრანი“ – „რადნიჩკი“.

დატოვე კომენტარი