„დინამო თბილისმა“ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის ზღვის საფეხბურთო ბაზაზე აზერბაიჯანულ „თურანს“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან ახალგაზრდა ლუკა პარკაძემ საჯარიმოში სტანისლავ ბილენკი მოძებნა, რომელმაც სტუმრებს პირველი გოლი გაუტანა, ტაიმი კი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში „დინამომ“ უპირატესობა გაზარდა – 62-ე წუთზე, გიორგი კუციამ საჯარიმო ზუსტად გამოიყენა 2:0. მესამედ სტუმართა კარი 78-ე წუთზე უსმანე კამარამ აიღო, ხოლო შეხვედრას წერტილი მატჩის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე ლევან ოსიყმაშვილმა დაუსვა 4:0 „დინამოს“ სასარგებლოდ.
დინამო – თურანი 4:0
დინამო (პირველი ტაიმი): კერესელიძე, ხვადაგიანი, კობოური, კალანდაძე, სტეფენი, მოისწრაფიშვილი, პაპავა, იმრანი, პარკაძე, ანტილევსკი, ბილენკი
მეორე ნახევარში შევიდნენ: სხირტლაძე, ოსეი, ოსიყმაშვილი, მალი, კირკიტაძე, კამარა, კუცია, მაქაცარია
„დინამო“ უახლოეს ოფიციალურ შეხვედრას 7 აგვისტოს სამტრედიაში გამართავს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საქართველოს თასის 1/16 ფინალში „სამტრედიას“ შეხვდება.