„დინამომ“ ამხანაგური შეხვედრების განრიგი გამოაქვეყნა
„დინამომ“ ამხანაგური შეხვედრების განრიგი გამოაქვეყნა

თბილისის „დინამო“ ზამთრის შეკრებას თურქეთში გაივლის. გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, ანტალიაში საწვრთნელი შეკრების პირველი ეტაპი 16 იანვრიდან თვის ბოლომდე გასტანს და ამ პერიოდში საქართველოს ჩემპიონი ოთხ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.

თურქეთში შეკრებაზე თბილისელები შემდეგ თამაშებს გეგმავენ: 18 იანვარს რუმინულ „ვოლუნტარის“ გაეჯიბრებიან, 22 იანვარს თბილისელებს სპარინგ-მეტოქეობას პლოვდივის „ბოტევი“ გაუწევს, 25 იანვარს ისევ ბულგარულ გუნდ „არდას“ შეხვდებიან, 30 იანვარს კი საქართველოს ჩემპიონის მეტოქე პოლონური კრაკოვის „ვისლა“ იქნება.

შეკრების მეორე ეტაპი ასევე ანტალიაშია დაგეგმილი, ხოლო სპარინგ პარტნიორებზე ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.