ვატო არველაძე საქართველოში დაბრუნდა და კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ვატო არველაძე „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, რევაზ არველაძის შვილია. თბილისის „ლოკომოტივში“ შესანიშნავი თამაშის შემდეგ, 2018 წლის მაისში პოლონურ კიელჩეს „კორონაში“ გადავიდა და ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა (2020 წლამდე), კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
სამწუხაროდ, ვატო ტრავმებმა შეაჩერა და ფორმის აღსადგენად დროებით „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. მერე იყო თურქული „კარაგუმრუკი“ და ბაქოს „ნეფტჩი“. არველაძემ ამ გუნდებში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
არველაძემ 19-წლამდელთა ევრო 2017-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. 2019 წლის მარტში ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს და სადებიუტო თამაში 2019 წლის 26 მარტს ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში, სტუმრად ირლანდიასთან ჩაატარა.
ვატო არველაძე
დაიბადა: 1998 წლის 4 მარტს (25 წლის) ჰამბურგში, გერმანიაში.
სიმაღლე: 184 სმ.
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი.
კარიერა
2014 „სასკო თბილისი“ 4 (2)
2014 „35-ე საფეხბურთო სკოლა“ 2 (2)
2014–2015 „კასიმპაშა II“
2015–2018 „ლოკომოტივი“ 40 (8)
2018–2020 „კორონა კიელჩე“ 27 (4)
2020 „ლოკომოტივი“ 5 (0)
2020–2022 „კარაგუმრუკი“ 21 (0)
2022–2023 „ნეფტჩი“ 16 (0)
საერთაშორისო კარიერა
2014–2015 საქართველო U17 5 (0)
2017 საქართველო U19 2 (0)
2017–2020 საქართველო U21 13 (3)
2019 – საქართველო 2 (1)