„დინამო თბილისმა“ კიდევ ერთი ტალანტი გაანათხოვრა - სიხარულაშვილი იჯარით „მაკედონიკოსში“ ითამაშებს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ახალგაზრდა მოთამაშე ნიკა სიხარულაშვილი იჯარით „მაკედონიკოს ნეაპოლისში“ ითამაშებს, – ინფორმაციას საბერძნეთის ლიგა 2-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„კლუბის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თანამშრომლობა დავიწყეთ ფეხბურთელ ნიკა სიხარულიშვილთან. ქართველი ნახევარმცველი ჩვენს გუნდს ერთწლიანი იჯარით „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა.
20 წლის შემტევი ნახევარმცველი, მიუხედავად მცირე ასაკისა, გამოირჩევა ტექნიკითა და ტაქტიკური ცოდნით, შედეგიანობითა და ინდივიდუალურობით. ნიკა სიხარულიშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია.
ის „დინამოს“ მეორე გუნდს 2021 წელს შეუერთდა, სადაც სამი წელი გაატარა და დაამტკიცა, რომ პირველ გუნდში ადგილს იმსახურებდა. Მან „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში 13 მატჩში ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამავდროულად, სიხარულიშვილი არის თავისი ქვეყნის 21-წლამდელების ნაკრების წევრი, სადაც ორი მატჩი ჩაატარა, ასევე იყო 19-წლამდელების წევრი (9 თამაში, 1 გოლი).
ახლა სიხარულიშვილი 2024/25 წლების სეზონში „მაკედონიკოს“ მწვანე ფორმას მოირგებს და მზადაა, ჩვენს გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს როგორც სუპერლიგა 2-ში, ასევე საბერძნეთის თასზე. კლუბის ხელმძღვანელობა მიესალმება ნიკას დიდ „მწვანე“ ოჯახში, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს!“ – წერია ბერძნული კლუბის განცხადებაში.