„დინამო თბილისმა“ გიორგი ლორიას მადლობა გადაუხადა - მეკარემ პენალტი მეხუთედ მოიგერია #1TVSPORT
„დინამო თბილისში“ დაბრუნების შემდეგ გიორგი ლორიამ უკვე 5️ პენალტი მოიგერია“, – ეს პოსტი „დინამო თბილისმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა და გამოცდილ მეკარეს მადლობა გადაუხადა.
საქმე ისაა, რომ „ბათუმი არენაზე“ ეროვნული ლიგის ლიდერების, ბათუმისა და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირებაში (2:2) პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა. ლადო მამუჩაშვილის დარტყმა „დინამო თბილისის“ მეკარემ მოიგერია.
ლორია კვიპროსიდან ახალი ჩამოსული იყო, როდესაც საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში გორის „დილასთან“ პენალტების სერიაში ორი დარტყმა აიღო და „დინამო თბილისი“ ფინალში გაიყვანა.
ფინალურ მატჩში თბილისელები ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და ტიტულის მფლობელი ისევ პენალტების სერიაში გამოვლინდა. ლორიამ გადამწყვეტ მომენტში მამუკა კობახიძის დარტყმა მოიგერია, ორმა ფეხბურთელმა კი ბურთი ძელს მოარტყა.
უშუალოდ ეროვნულ ლიგაში ლორიამ უკვე მეორედ შეინახა კარი მშრალად პენალტის დროს, ეს ყველაფერი მან 5 თვეში მოახერხა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.