„დინამო თბილისმა“ ფიბა-ს ევროპის თასზე ასპარეზობა დაასრულა
„დინამო თბილისმა“ ფიბა-ს ევროპის თასზე ასპარეზობა დაასრულა

„დინამო თბილისმა“ ფიბა-ს ევროპის თასზე ასპარეზობა დაასრულა.

ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართა და წინა 5-ის მსგავსად, ეს მატჩიც წააგო.
თურქულ “ისთანბულს” ხუთი მატჩიდან ოთხი მოგება ჰქონდა და ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა. დინამოელებს კი ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება სურდათ, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინების მიუხედავად, გამარჯვება სტამბოლელებს დარჩათ.

დინამოელებმა იბრძოლეს. მეტოქეს მეორე პერიოდში ანგარიში გაუთანაბრეს (32:32), ხოლო მესამეში ჩამორჩენა 5 ქულამდე გაუბათილეს (52:57), თუმცა კლასისა და ოსტატობის ხარჯზე სტამბოლელებმა უმალ მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და თამაშის ბოლომდე 27 ქულამდე გაზარდეს – 97:70.