„დინამო თბილისმა“ აზერბაიჯანული გუნდი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ აზერბაიჯანული გუნდი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“, რომელიც კონფერენსლიგიდან გავარდა, თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე აზერბაიჯანულ „საბაილს“ ამხანაგურ მატჩში შეხვდა და დაამარცხა.

გიორგი ჭიაბრიშვილმა ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი ათამაშა. „დინამოს“ ორივე გოლი ლეგიონერების ანგარიშზეა – ანგარიში კონტრშეტევაზე სტანისლავ ბილენკიმ გახსნა, საბოლოო ანგარიში კი ფლანგური გადაცემის შემდეგ დმიტრი ანტილევსკიმ დააფიქსირა – 2:0 თბილისელთა სასარგებლოდ.

„დინამო“: კერესელიძე, ხვადაგიანი, ტაბიძე, კობოური, სტეფენი, კუცია, ოსიყმაშვილი, იმრანი, ბილენკი, ანტილევსკი, სხირტლაძე.

შეცვლაზე: კუტალაძე, ბარათელია, ოდიშარია, სიხარულაშვილი, ცხოვრებაშვილი, სიგუა, უგრეხელიძე, აფციაური, ერაძე.

თბილისელთა მეტოქე გასულ სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგიდან გავარდა, მაგრამ მონაწილეთა რაოდენობა 10 გუნდამდე გაზარდეს და „სიბაილმა“ ადგილი შეინარჩუნა. გუნდი 2022/23 წლების სეზონისთვის თბილისში ემზადება, 10-დღიან შეკრებას ატარებს და კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

„დინამოს“ საქართველოს ჩემპიონატს ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს ბოლნისის „სიონთან“ საშინაო მატჩით განაახლებს, მანამდე, 7 აგვისტოს კი საქართველოს თასის 1/16 ფინალში „სამტრედიას“ შეხვდება.