„დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა გვატემალის ნაკრებში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ოსკარ სანტისი გვატემალის ნაკრებში მიიწვიეს, რომელმაც გაიანის ნაკრები 3:1 დაამარცხა, სანტისმა კი დუბლი შეასრულა.
CONCACAF-ის ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ზონის ერთა ლიგის მესამე ტურში გვატემალის ნაკრები გაიანას ესტუმრა და მე-17 წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელის გოლით დაწინაურდა.
გაიანის ნაკრებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა, მეორე ტაიმში კასტელანოსის გოლით გვატემალელები კვლავ დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიში კი სანტისმა 68-ე წუთზე დააფიქსირა.
სამი ტურის შემდეგ გვატემალამ 7 ქულა დააგროვა, კოსტა რიკას (5) გადაასწრო და ჯგუფის ლიდერია.