„დინამო თბილისის“ მწვრთნელი - უგრეხელიძის გაძევებამ შედეგზე დიდი გავლენა იქონია #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფერდინანდ ფელდჰოფერმა კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მორნართან“ ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაზე, რომლის შედეგადაც, ორი თამაშის ჯამში, „დინამო“ ევროტურნირს პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა.
„ჩვენი მიზანი „მორნარის“ დამარცხება იყო. დასაწყისში კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ მე-20 წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძის გაძევებამ ყველაფერი შეცვალა. იძულებული გავხდით, ხუთმცველიან ტაქტიკაზე გადავსულიყავით, რის გამოც სალიას დამცველების დახმარება უწევდა და შეტევაში აქტიურად ვეღარ თამაშობდა. მას მცირე ტრავმა აწუხებდა და მეორე ტაიმში ამის გამო შევცვალეთ.
ჩვენი მთავარი ამოცანა ახალგაზრდა ფეხბურთელებით ახალი გუნდის ჩამოყალიბებაა. წაგების ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება, მაგრამ თავის მართლების დრო არაა. თამაშისთვის კარგად ვემზადებოდით, თუმცა ყველაფერი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა.
მომენტების რეალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. სტუმრად ჩატარებულ მატჩშიც ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და რომ გამოგვეყენებინა, მონტნეგროშიც შეგვეძლო გამარჯვება. თბილისშიც ხვადაგიანის დარტყმული ძელს მოხვდა, ის ბურთი რომ გასულიყო, ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა.
„დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ. თუმცა ამ ნიჭის რეალიზებისთვის მოედანზე და მის მიღმა დიდი შრომაა საჭირო“.