„დინამო თბილისის“ მწვრთნელი - „მორნართან“ ყველაფერი თბილისში გადაწყდება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი ფერდინანდ ფელდჰოფერი მიიჩნევს, რომ, კონფერენს ლიგაზე მონტენეგროს „მორნართან“ სტუმრად პირველი მატჩის წაგების მიუხედავად, ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულის ვინაობა თბილისში გაირკვევა.
„მატჩის დასაწყისი დამაკმაყოფილებელი იყო. პრესინგს მივმართეთ და მეტოქის მოედანზე ბევრი ორთაბრძოლა მოვიგეთ. ბურთის გატანის ორი შანსი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა.
ამის შემდეგ ჩვენს კარში ჯარიმა დაინიშნა, ბურთი ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და კარში შევარდა. ამ ეპიზიდმა ყველაფერი შეცვალა. ახალგაზრდული გუნდი ვართ, სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 20 წელზე დაბალია და ბიჭებს ნერვიულობა დაეტყოთ, ამ დროს მეორე გოლიც გავუშვით.
მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, კვლავ აგრესიულად ვთამაშობდით და ინიციატივაც მოვიპოვეთ. მიხარია, რომ ბოლოს გოლის გატანა მოვახერხეთ. ამ დაპირისპირებაში ყველაფერი თბილისში გადაწყდება“, – განაცხადა „დინამოს“ ავსტრიელმა მწვრთნელმა.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დინამო თბილისი“ მონტენეგროს „მორნარს“ 18 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.