„დინამო თბილისის“ მწვრთნელი – ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, ჩემპიონთა თასს თბილისში ჩამოიტანს და ქართულ ღვინოს დავლევთ #1TVSPORT

02:21, 01.06.2025

ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის მწვრთნელს, ლადო კაკაშვილს დაჰპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში თასს თბილისში ჩაიტანს, — ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში კაკაშვილმა ისაუბრა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ ეს პირობა სწორედ იმ ადამიანს მისცა, ვინც წარსულში მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – ლადო კაკაშვილს, რომელიც ამჟამად „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელია.

„ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩვენ ჩემს კაბინეტში დავსხდებით და თასიდან ქართულ ღვინოს დავლევთ“, — თქვა ლადო კაკაშვილმა.

ლადო კაკაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „დინამო თბილისის“ აკადემიაში წვრთნიდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ გამარჯვებაში (5:0) მონაწილეობა გოლით მიიღო.

მსგავსი