„დინამო თბილისის“ მწვრთნელი - გვჭირდება მოთამაშე, რომელიც მოედანზე უპირატესობას შექმნის #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეს კარასკომ თურქული შეკრება შეაფასა და საქართველოს გუნდში შექმნილ საკადრო პრობლემაზეც ღიად ისაუბრა.
„შეკრება საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა. იყო როგორც ცუდი, ასევე კარგი შედეგები, მაგრამ გუნდმა თამაშის ხარისხი გამოასწორა მას შემდეგ, რაც ბირთვი ვიპოვეთ.
ბევრი ახალგაზრდა გვყავდა „დინამო თბილისის“ აკადემიიდან. ასევე, მათთან ერთად სინჯებზე იმყოფებოდნენ ფეხბურთელები, რომელთაც ადაპტაციის გასავლელად დრო სჭირდებათ.
შეკრებას დადებითად შევაფასებ. გუნდში განწყობა ყოველდღიურად უმჯობესდება. ზოგადად, ვცდილობთ, შევქმნათ გუნდი, რომელიც ცოტა გოლს გაუშვებს. რაც აუცილებლად გვჭირდება, ეს თავდასხმაში უკეთ თამაშია.
ჩვენთან არიან შესანიშნავი ფეხბურთელები – სალია, სიხარულაშვილი, რომანოვსკი, სანტისი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოთამაშე, რომელიც ერთი ერთზე თამაშით მოედანზე უპირატესობას შექმნის, ასევე, ვეძებთ ფორვარდს. სხირტლაძის წასვლის შემდეგ ამ პოზიციაზე ტექნიკური და მაღალი დონის მოთამაშე საჭიროა“, – ამბობს ანდრეს კარასკო.
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი პირველ მარტს დაიწყება. „დინამო თბილისი“ პირველი ტურის შეხვედრას 2 მარტს წყალტუბოს „სამგურალთან“ „დინამო არენაზე“ გამართავს.