„დინამო თბილისის“ მწვრთნელი - ბათუმის „დინამოსთან“ მოგება ადასტურებს, რომ წინ მივიწევთ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კაკაშვილმა კომენტარი გააკეთა ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ბათუმის „დინამოსთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაზე (4:1).
„ვფიქრობ, ასეთი მოგების შემდეგ ბევრს არ ლაპარაკობენ. მინდა, ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო ასეთი ლამაზი თამაშისა და დამსახურებული მოგებისთვის. განსაკუთრებით პირველმა ტაიმმა გამახარა – ასე უნდა გავაგრძელოთ.
ახალი გუნდი ვართ, თვე-ნახევრის წინ ცხრა ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და, რა თქმა უნდა, შეთამაშება გვჭირდება. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ და ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრაც ამის დასტურია. ასე უნდა გავარგრძელოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვეშვათ“, – ამბობს ლადო კაკაშვილი.
19 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 32 ქულა დააგროვა, კონკურენტ ბათუმის „დინამოს“ (30) გადასწრო და მესამე ადგილზეა.