„დინამო თბილისის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ლადო კაკაშვილი იქნება #1TVSPORT
„დინამო თბილისს“ ახალი სეზონიდან ლადო კაკაშვილი გაწვრთნის – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობის თანახმად, 44 წლის სპეციალისტი „დინამო თბილისის“ პრეზიდენტ რომან ფიფიასა შეხვდა და თანაშრომლობაზე სიტყვიერად შეუთანხმდა, ხოლო კლუბთან კონტრაქტს რამდენიმე დღეში გააფორმებს.
ლადო კაკაშვილი იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშე, „დინამო თბილისის“ აკადემიაში კი მისი დაარსების დღიდან საქმიანობდა და ეროვნული ნაკრების არაერთი მოთამაშის აღზრდაში მონაწილეობდა, მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელია.
კაკაშვილის ხელმძღვანელობით „დინამო 2“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა. მან „დინამოს“ აკადემია 13-წლიანი მუშობის შემდეგ 2024 წლის ზაფხულში დატოვა და სეზონის მეორე ნახევარში ეროვნული ლიგის „სამტრედია“ ჩაიბარა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ავსტრიელმა მთავარ მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა დატოვა, რომელიც კარიერას ბელგიურ „სერკლ ბრიუგეში“ გააგრძელებს.