„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა და ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა და ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის, „ოქროს ლიგის“ ჩემპიონი გახდა და მომავალ სეზონში უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონიც რომ ითამაშებდა, ეს უეფა-ს აღმასკომის 2023 წლის ივნისის სხდომაზე გადაწყდა. ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, უეფა-ს ახალგაზრდული და მასობრივი ფეხბურთის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მეორე მოადგილემ, დავით მუჯირმა მაშინ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინადადება იყო, რომელიც ევროპული ფეხბურთის სახლმა გაითვალისწინა.

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის დაარსებისას მონაწილე ქვეყნების რაოდენობა შეზღუდული იყო. ტურნირზე ერთხელ ითამაშა „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა, ორჯერ კი – „საბურთალომ“. ამ ტურნირში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებულის მონაწილეობა სხვადასხვა ფაქტორებზე იყო დამოკიდებული, უპირველესად კი – საკლუბო რეიტინგზე.

რადგან საქართველოს ტურნირზე გარანტირებული ადგილი არ ჰქონდა, ფეხბურთს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა 2022 წელს კომიტეტის სხდომაზე დასვა საკითხი, უეფა-ს აღმასკომს განეხილა წინადადება, რომ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ქვეყანას ეთამაშა.

აღმასკომმა საქართველოს წინადადება დააკმაყოფილა და 2024-25-ის წლების სეზონიდან ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულიც ითამაშებს.