„დინამო თბილისი“ უკრაინელმა თავდამსხმელმა დატოვა - ბილენკი ისრაელში ითამაშებს #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ უკრაინელმა ლეგიონერმა, სტანისლავ ბილენკიმ დატოვა, რომელიც კარიერას ისრაელში გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„სტანისლავ ბილენკი კარიერას ისრაელში გააგრძელებს. „დინამო თბილისმა“ ნეთანიას „მაქაბისთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და უკრაინელი თავდამსხმელი გუნდს იჯარის წესით მიმდინარე წლის ზაფხულამდე შეუერთდება“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.
სტანილავ ბილენკი თბილისურ კლუბს 2022 წელს შეუერთდა და ამ პერიოდის განმავლობაში „დინამოში“ 31 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე (ყველა ტურნირზე) 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ნეთანიას „მაქაბი“ ისრაელის უმაღლესი დივიზიონის კლუბია და 24 ქულით მე-7 ადგილზეა. კონტრაქტის მიხედვით, საიჯარო პერიოდის გასვლის შემდეგ ებრაულმა კლუბმა სტანისლავ ბილენკის გამოსყიდვის უფლება მიიღო.